არუნ ხათრი

არუნ ხათ­რი აი­ურ­ვე­დას (ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა ინ­დო­ეთ­ში) ექ­სპერ­ტია და ქარ­თვე­ლებს ას­წავ­ლის, რო­გორ არ უნდა და­ბერ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 10-15-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბი­სა და კვე­ბის შე­სა­ხებ რჩე­ვებს აზი­ა­რებს, მიმ­დევ­რე­ბი ფე­ის­ბუკ­შიც ბევ­რი ჰყავს და ინ­სტაგ­რამ­ზეც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვი­და. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო, მო­ე­წო­ნა და ინ­დო­ეთ­შიც წა­იყ­ვა­ნა. დე­ლი­ში მდიდ­რუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს, თუმ­ცა წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ახლა არუნ ხათ­რი და თა­თია კუ­ზა­ნაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ და ტყუპ გო­გო­ნას ზრდი­ან.

პროფესიით ექიმი ხართ?
აი­ურ­ვე­დის ექ­სპერ­ტი ვარ, თუმ­ცა ინ­დო­ეთ­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით არ მი­მუ­შა­ვია. არც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­პი­რებ­დი. ისე გა­და­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, ვი­ფიქ­რე, სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს მივ­ცემ ხალ­ხს-მეთ­ქი, მაგ­რამ ისე­თი დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტეს, გა­დავ­წყვი­ტე, დღე­ში 10-15 წუთი ამ საქ­მის­თვის და­მეთ­მო. რა­ტო­მაც არა?! სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­ზი­ა­რებ ჩემს ცოდ­ნას ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. ჩემი გო­გო­ნე­ბი ინ­დო­ეთ­ში და­ი­ბად­ნენ, მაგ­რამ 6 თვის იყ­ვნენ, აქ რომ გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. მეც აქ ვა­პი­რებ და­ბე­რე­ბას.

თქვენი შეხედულებით, ქართველები რამდენად სწორად ვიკვებებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი რამდენად გვაქვს?

გემოს მოყვარული ხალხი ხართ, ჭამის წესებს დიდად არ იცავთ. თავიდან ძალიან მიკვირდა, თქვენს რესტორნებში ხალხს დღის ნებისმიერ მონაკვეთში რომ ვხედავდი. ინდოეთში მხოლოდ საუზმის, სადილისა და ვახშმისთვის განკუთვნილ საათებში ვჭამთ, აქ ჭამის დრო არ არსე­ბობს. ჭამის დროს წყალს სვამენ, ცხელ საჭმელს ცივ წყალს აყოლებენ, არადა, ასეთი შოკებისთვის ჩვენი ორგანიზმი მზად არ არის.